თეგებით ძიება

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო კავშირის გაცოცხლება – ვის რა ელის უახლოეს დღეებში

ვერძი ♈

საკმაოდ რთული დროა, როგორც საქმიან სფეროში მოღვაწეობისათვის, ასევე პირადი ურთიერთობებისათვის. აგრესია სიმშვიდით შეცვალეთ. მოგზაურობა გადადეთ და დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პირადი ურთიერთობების გამოსწორებას.

კურო ♉

პირად და საქორწილო ურთიერთობებში, შეიძლება გაჩნდეს მნიშვნელოვანი უთანხმოებები. ერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან ახალი შენაძენების გამო შესაძლოა ვალიც კი აიღოთ. ხანგრძლივი მოგზაურობა სჯობს უკეთესი პერიოდისათვის გადადოთ.

ტყუპები ♊

უშეცდომოდ დააღწევთ თავს ყველა პრობლემას. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. ბევრ ფულს ახალ შენაძენებზე და გართობაზე ნუ დახარჯავთ. სამსახურში გაგიადვილდებათ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ორგანიზმი შესუსტებულია.

კირჩხიბი ♋

გაგიჭირდებათ კონკრეტული მიზნის დასახვა და მოქმედება. ნურავის ნურაფერს ნუ დააძალებთ, რათა არ დაიმსახუროთ კოლეგების უკმაყოფილება. ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება თქვენს გამჭრიახობასა და ქმედითუნარიანობაზე. ამ დროს სიყვარულსაც კი საქმიანი ელფერი ექნება.

ლომი ♌

მოიმატებს აქტიურად მოქმედებების სურვილი, თუმცა გარშემომყოფების მხრიდან შესაძლოა გადააწყდეთ წინააღმდეგობებს. ეცადეთ ნაკლებად იკამათოთ. კარგი დროა პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებისთვისაც. უეცარ სასიყვარულო კავშირებს კი ერიდეთ.

ქალწული ♍

ბევრი შეხვედრები გელით. არახელსაყრელი პერიოდია სამსახურის შესაცვლელადაც. სიფრთხილე გმართებთ მეგობრებთან, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა ან არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციებში. მეუღლესთან უთანხმოება კი, სჯობს დროულად მოაგვაროთ.

სასწორი ♎

ნელა განვითარებადი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია. საქმეებში ყურადღებით იყავით. საქმეების სიუხვემ შესაძლოა საყვარელი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვიოს. არ გადაიღალოთ, რათა სტრესულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. სიფრთხილე გმართებთ გზებზე მოძრაობისას.

მორიელი ♏

ახალ შემოთავაზებებზე უარს ნუ იტყვით. ნურავის ნურაფერს ნუ შეჰპირდებით, რადგან ამის შესრულებას ვერ შეძლებთ. ძველი პირადი ან სასიყვარულო საიდუმლო გამოაშკარავდება ოჯახში და მეუღლესთან ჩხუბის საბაბი გახდება.

მშვილდოსანი ♐

სამსახურებრივ საქმეებსა და იურიდიულ საკითხებში შეფერხება დროებით დაამუხრუჭებს შემოსავლის მიღებას. გაიზრდება შეხვედრებისა და კონტაქტების რაოდენობა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო კავშირის გაცოცხლება.

თხის რქა ♑

გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების გამოხატვა. სასიყვარულო ურთიერთობაში დროებითი სიცივე დაისადგურებს. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა, ბევრ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ორგანიზმი დასუსტებული იქნება.

მერწყული ♒

შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ პერსპექტიულ პროექტს. ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ახალი მეგობრობა, ან სასიყვარულო ურთიერთობა დიდ ხანს გასტანს. კარგი დროა მოგზაურობისთვის.

თევზები ♓

თუ თავს აარიდებთ უეცარ ხარჯებს, დანაზოგს სასიკეთოდ გამოიყენებთ სახლის კეთილმოწყობისათვის. საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობასაც, რადგან ენერგეტიკული მაჩვენებლები დაიწყებს დაქვეითებას.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა