თეგებით ძიება

იქნებ ნამუსი აქვთ, იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის - გრიგორიადისის დედა

"ბოლო 4 თევა რაღაც ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის" - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე დასკვნითი პროცესის დაწყებამდე. ამ წუთებში სასამართლოსთან აქტივისტები, ლაზარეს მეგობრები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. 

სხდომაზე დუმილს დაარღვევს ბრალდებული.

"ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7 და 9 მარტს, აქციებზე, მაგრამ ლაზარეს ალბათ თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება ლაზარემ და ამიტომ ამოირჩა. რადგან სჭირდებოდათ ვიღაც ერთი რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და აგერ უკვე ერთი წელია ლაზარე არის საპყრობილეში და მე ვფიქრობ, რომ ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. ამ 9 თვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, რომ ალბათ გაამტყუნებენ, იმდენად გააჭიანურეს პროცესი, ვფიქრობდი გაამტყუნებენ, მაგრამ ბოლო 4 თევა რაღაც ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის",-  ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა.

პროცესს ესწრება დაკავებული აქტივისტის ბაბუაც:

"იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამართლებს. არ არსებობს ასეთი კადრი, სადაც ლაზარე მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ან მანქანას ცეცხლს უკიდებს. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა, იმიტომ, რომ ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა", - ამბობს ბაბუა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა