თეგებით ძიება

"შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ" - ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე?

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია საკმაოდ აქტუალური პერსონაა და ინტერესი არ წყდება. 

გურამ კაშიას, უმშვენიერესი მეუღლე, თამთა გიგაშვილია. პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.

ნახეთ, ერთ-ერთი ინტერვიუდან  ამონარიდს. 

„ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ...“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა