ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც მზის და მთვარის დაბნელებები იმოქმედებს – გაფრთხილება ეზოთერიკოსისგან
ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა რეკომენდაციებს უზიარებს დაბნელებების კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც წინ გველოდება.
„ახლა გარდამავალი პერიოდია, თან პოზიტიური, თან ნეგატიური. დაბნელება არ ნიშნავს ცუდ პერიოდს, თუ მას სწორად გამოვიყენებთ, უბრალოდ, ძველი, დაფარული, დაუსრულებელი რაღაცები ყოველთვის წინ იწევს.
დაბნელება ხდება ვერძი-სასწორის ღერძზე, ყველაზე მეტად იმოქმედებს ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქაზე. ეს მთვარის დაბნელება უფრო მეტად იმოქმედებს მათზე, ვინც დაბადებულია ზოდიაქოს ციკლის პირველ ნახევარში – მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში.
შესაძლებელია, იყოს გაურკვევლობა და კონფლიქტები, არ უნდა ვიყოთ იმპულსურები. არ არის კარგი, მომინდა რაღაც და გავაკეთე დაუფიქრებლად. ზოგიერთ შემთხვევაში სავალალო შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ასე მოხდეს. გვმართებს მეტი სიმშვიდე. წაიკითხეთ სრულად.