თეგებით ძიება

"არ იმოქმედოთ დაუფიქრებლად!“ - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს ნუმეროლოგი

ნინა სუსლოვა „დღის პოსტის“ მაყურებელს საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს დაბნელებების კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც წინ გველოდება:

„ახლა გარდამავალი პერიოდია, თან პოზიტიური, თან ნეგატიური. დაბნელება არ ნიშნავს ცუდ პერიოდს, თუ მას სწორად გამოვიყენებთ, უბრალოდ, ძველი, დაფარული, დაუსრულებელი რაღაცები ყოველთვის წინ იწევს. დაბნელება ხდება ვერძი-სასწორის ღერძზე, ყველაზე მეტად იმოქმედებს ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქაზე. ეს მთვარის დაბნელება უფრო მეტად იმოქმედებს მათზე, ვინც დაბადებულია ზოდიაქოს ციკლის პირველ ნახევარში – მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში.

შესაძლებელია, იყოს გაურკვევლობა და კონფლიქტები, არ უნდა ვიყოთ იმპულსურები. არ არის კარგი, მომინდა რაღაც და გავაკეთე დაუფიქრებლად. ზოგიერთ შემთხვევაში სავალალო შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ასე მოხდეს. გვმართებს მეტი სიმშვიდე. არ შევიდეთ კამათში არავისთან. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჯანმრთელობასთან. შესაძლოა, ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდებოდა ბევრჯერ, ახლაც მოხდეს, მაგრამ იმისთვის, რომ დასრულდეს. ძველი ნაცნობები, მეგობრები შესაძლოა, ახლა გამოჩნდნენ და დასრულდეს ის, რაც დასასრულებელია, ან დაიწყებს ახალს. დაბნელებას ძალიან მძიმედ ვუყურებთ, რაც ასე არ არის…“, – ამბობს ეზოთერიკოსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა