სათამაშო მოედნიდან დაკარგული ბავშვი კანალიზაციის ჭაში გარდაცვლილი იპოვეს - სად მოხდა შემთხვევა?
ტრაგედია ფსკოვის რაიონის სოფელ ლიუშჩიკში მოხდა. სათამაშო მოედნიდან ხუთი წლის ბიჭი გაუჩინარდა, გამომძიებლების თქმით, ის სეირნობისას საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
"5 წლის ბავშვის ცხედარი მამამ იპოვა და ჭიდან ამოიყვანა", - განაცხადეს დეპარტამენტში და განმარტეს, რომ სამართალდამცველები ტრაგედიის გარემოებებს იკვლევენ.