"მოგიწევთ ჯარიმების და ვალების გადახდა, ამიტომ ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ... თქვენ ცხოვრებაში სიახლეების და რეფორმების დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
ვერძი - ყველაზე პოპულარული, ქარიზმატული ნიშანია. ახლა თქვენი დროა გამოგდით ყველაფერი, გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობაა და იდეების განხორციელებასაც შეძლებთ. ეცადეთ საქმე, დასვენება და გართობა თანაბრად და სწორად გაანაწილოთ.
კურო - მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაბადების წინა პერიოდი გაქვთ და ადვილად იღლებით ეცადეთ, როცა თავისუფალი დრო გექნებათ დაისვენოთ. თქვენ გინდათ არ გინდათ ხვდებით ყურადღების ცენტრში და გიჩნდებათ სიახლეების კეთების სურვილი, ამიტომ დაისვენეთ და ენას კბილი დააჭირეთ, თუ გინდათ პერიოდი იყოს კარგი.
ტყუპები - ერთ-ერთი საუკეთესო დროა, ხართ აქტიური ენერგიული და ქარიზმატული. შესაძლოა შეიცვალოთ იმიჯი, და გახდეთ პოპულარულიც. გქონდეთ ინტერნეტთან კონტაქტი, შესაძლოა გაიცნოთ ახალი ნაცნობები და ჩამოაყალიბოთ საქმიანი ურთიერთობა. თქვენ ცხოვრებაში სიახლეების და რეფორმების დროა.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი დაბალია, გინდათ არ გინდათ გჭირდებათ დასვენება. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადებები და იგრძნოთ დიდი მხარდაჭერა. ძველი იდეები და პროექტები, რომელიც ვერ განახორციელეთ, ახლა გაქვთ შანსი დაასრულოთ ეს პროექტები.
ლომი - ენერგიული, ინტუიციურია. აქვთ კარიერული წინსვლის შანსები, უცხოელი ნაცნობებისგან მიიღებთ კარგ შემოთავაზებებს იყავით ყურადღებით, კარგი პერიოდია ასევე მოგზაურობისთვის.
ქალწული - ენერგოტონუსი დაბალი აქვთ, ექნებათ ფინანსური არასტაბილურობა და ეცადეთ საკუთარი თავი დაასვენოთ. მოგიწევთ ჯარიმების და ვალების გადახდა. ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და არც ის თქვათ, რამდენი გაქვთ ვალი.
სასწორი - იქნება თუ არა წარმატებული ეს ნიშანი მიმდინარე კვირაში სრულიად დამოკიდებულია პარტნიორზე. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჯერებულობა.
მორიელი - ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი, უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, პარტნიორი რომელთანაც თანამშრომლობდით შეიძლება ავად გახდეს და თქვენ მოგიწიოთ მისი საქმეების გაკეთება, მაგრამ შემდგომ ეს იქნება თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
მშვილდოსანი - ზე ენერგიულია, აქტიურია და არ იცის სად წაიღოს მისი ენერგია. აქ შესაძლოა გამოჩნდეს ძველი სასიყვარულო პარტნიორები, ასევე მოდის ახალი იდეები და მასთან ერთად ძველი იდეებიც და არ იცის რომელი იდეები განახორციელოს დიდ გასაჭირშია ეს ნიშანია, თუმცა შეუძლია ყველაფრის მოსწრება.
თხის რქა - ენერგოტონუსი დაბალია, სამაგიეროდ არის აღგზნებული. შესაძლოა დაიწყოს რემონტი სახლში, დაგჭირდებათ ფული და ენერგია. მაქსიმალური ტაქტი გამოიჩენთ ახლობლებთან და ნათესავებთან. განსაკუთრებით მამაკაცი თხის რქები იყვნენ ფრთხილად, მანდილოსნების აგრესია თქვენი აგრესიის საწინააღმდეგოდ არ წამოვიდეს.
მერწყული - ენერგოტონუსი მაღალი აქვთ, უნდათ განახლება იმ ურთიერთობების, რომელიც ჰქონდათ, როგორც საქმიანი ასევე სასიყვარულო კუთხით. გჭირდებათ მეტი ტაქტის და დიპლომატიურობის გამოჩენა, რათა არ გაანაწყენოთ ის ადამიანი, ვისთანაც აქამდე გქონდათ ურთიერთობა.
თევზები - მართალია ენერგოტონუსი შემცირებულია, ამიტომ გირჩევთ უფრო მეტად დაისვენოთ. თუმცა გექნებათ გადასაწყვეტი ფინანსური საკითხები, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მან, მიიღოს ძველი საქმეებისგან ფინანსები, მაგრამ ექნება გასავალი საკმაოდ ბევრი. არ დაიწყოთ კაპიტალ დაბანდებები.