თეგებით ძიება

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხვრინვა ქალებში

ხვრინვა, ხშირად, შეიძლება, არამხოლოდ დისკომფორტი, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომხატველიც იყოს.

ქალებში ხვრინვის შესაძლო მიზეზები

წონის მატება

წონის გადაჭარბებულმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება კისერსა და მუცელზე, ცხიმის ზედმეტმა რაოდენობამ კი, შესაძლოა, შეაფერხოს ჰაერის ნაკადის მოძრაობა, რაც ხვრინვას იწვევს.

გადაღლილობა

უკიდურესად დაღლილობა, ყელის კუნთოვანი ქსოვილების მოდუნებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ხორხიც ძალიან დუნდება და ეს, საბოლოო ჯამში, ხვრინვას იწვევს.

ორსულობა

ბევრი ორსული ქალი ცხვირის შეშუპებისა და მუცლის ზრდის გამო ხვრინავს. ორსულობის დროს ცხვირის ღრუს სისხლძარღვები ფართოვდება. ეს იწვევს ცხვირის შეშუპებას და ხვრინვას. გარდა ამისა, ხვრინვამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა, რაც საყურადღებო სიმპტომია.

მენოპაუზა

მენოპაუზამ შეიძლება შეამციროს ყელის კუნთების ტონუსი, რაც ქალებში ხვრინვას იწვევს.

ჰორმონების დისბალანსის გამო, ქალებს უვითარდებათ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: უძილობა, გუნება-განწყობის დარღვევა,ძილის დროს სუნთქვის დარღვევა და ხვრინვა.

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ძილის ობსტრუქციული აპნოე არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი ძილის დროს ხანმოკლე დროით ვერ სუნთქავს.

ძილის აპნოე ვითარდება მაშინ, როდესაც ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია მძიმეა, რის შედეგადაც სუნთქვის მცდელობისას ჰაერის ნაკადის შემსუბუქება, დაქვეითება ან მთლიანად ჩახშობა ხდება. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი მომენტალურად წყვეტს სუნთქვას ხვრინვებს შორის ხანმოკლე ინტერვალებით, რითაც წარმოიქმნება ჩახშობის ან სუნთქვის ხმები, რასაც ხვრინვა ეწოდება.

როგორ უკავშირდება ხვრინვა მაღალ წნევას

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველ ღამით ხვრინავენ, მეტად აქვთ ჰიპერტენზია.

ხვრინვა ასევე შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევის მანიშნებელი და გამოიწვიოს ძილის ცუდი ხარისხი, რაც ზრდის ჰიპერტენზიის რისკს.

დასკვნები მიუთითებს, რომ რეგულარულად ხვრინვა ღამით მჭიდროდ არის დაკავშირებული მაღალ არტერიულ წნევასთან.

ჰიპერტენზიის განვითარება ასევე დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა წონა, სხეულის მასის ინდექსი, თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება, ცხოვრების წესი.

წყარო: მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა