თეგებით ძიება

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენმა გულუბრყვილო ხუმრობამ შეიძლება ახლობელი ადამიანი შეურაცხყოს და ურთიერთობა გააფუჭოს. თავი შეიკავეთ ადამიანების კრიტიკის და დაცინვისგან. ეცადეთ, უფრო რბილი და დამთმობი იყოთ. გახსოვდეთ, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, ამიტომ სანამ ერთი შეხედვით ძალიან მაცდურ შეთავაზებას დათანხმდებით, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. იფრთხილეთ, რომ უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

კურო

საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა, დისკუსია და საუბარი გელით. ეცადეთ, ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ და ამ დღის შედეგი ძალიან გაგახარებთ. რაღაც შემთხვევამ შეიძლება საყვარელი ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოს და იმედგაცრუებული დარჩეთ. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე მეტად არჩევანის გაკეთება ან გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მოერიდეთ სიტუაციის დრამატიზებას და გადაწყვეტილების მნიშვნელობას ნუ გააზვიადებთ. თუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, დახმარება საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ურთიერთობაში ყველაზე მეტად გაურკვევლობას მოერიდეთ - თუ კითხვები გაგიჩნდათ, უნდა დასვათ და პასუხები მიიღოთ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

იღბლიანი დღეა, როდესაც ოცნებები შეიძლება ახდეს. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა გამოიყენოთ და დაასრულოთ საქმე, რომელსაც აქამდე თავს ვერ აბამდით. სადავო სიტუაციებში ოპონენტს დაუთმეთ და ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაცია დაასრულოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები არ დამალოთ და ღიად ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ ან არ მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი წყენა განწყობას გაგიფუჭებთ. ამ დღეს შეგიძლიათ რთულ და შრომატევად ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ და სრულიად უცნობ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

ქალწული

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. ეცადეთ, ხელსაყრელი შესაძლებლობა მთავარი ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოთ. საღამოს შეგიძლიათ საქმის შესახებ დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებთან ერთად გაერთოთ.

სასწორი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოლაპარაკებების ან შეხვედრების გამართვას მოერიდოთ - სავარაუდოდ, საჭირო სიტყვების პოვნა და აზრების მკაფიოდ გამოხატვა გაგიჭირდებათ. ამ დღეს ინდივიდუალურ სამუშაოს მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ და საკუთარი გრძნობების შესახებ გულწრფელად უამბოთ.

მორიელი

არ მოგწონთ, როდესაც ვიღაც თქვენზე ზეწოლას ცდილობს. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. თქვენი ზოგი სურვილი შეიძლება თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე ასრულდეს. კარგი იქნება, თუ საღამოს პატარა წვეულებას მოაწყობთ და მეგობრებს მოიწვევთ. ახლა დადებითი ემოციები ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა შერიგებისა და გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის. საშუალება გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს შეხვდეთ ან დაურეკოთ, გულწრფელად ისაუბროთ და ყველა გაუგებრობა მოაგვაროთ. იგივე ეხება ბიზნესკონტაქტებსაც. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით და იუმორით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

თუ მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი მიმართულებით არ ვითარდება, ეცადეთ, ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში გადაიტანოთ და საუბრის თემა შეცვალოთ. დღევანდელი რისკი გამართლებულია და წარმატებას მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს ნათესავებთან საერთო ენის პოვნა გაგიჭირდეთ, საყვარელ ადამიანთან კი უწყინარი საუბარი კონფლიქტში გადაიზარდოს. სამაგიეროდ, უცნობ ადამიანებთან და კოლეგებთან სრული ურთიერთგაგება და იდილიაა. დღის მეორე ნახევარში საკუთარი სიტყვები აკონტროლეთ, რათა თქვენმა ხუმრობამ ან სარკაზმმა ვინმეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანებისთვის, საქმეებისთვის, რომლებსაც აქამდე ვერ უმკლავდებოდით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო. ნუ აჩქარდებით, რათა შეცდომა არ დაუშვათ ან მნიშვნელოვანი წვრილმანი არ გამოგეპაროთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა