თეგებით ძიება

აპრილის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2024 წლის აპრილი ბევრი ასტროლოგიური მოვლენითაა დატვირთული და როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული მათგანი ადამიანებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს ვერძის ნიშანში ახალი მთვარეა. ახალი მთვარე რეტროგრადული მერკურის პერიოდს ემთხვევა. პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა 1-ელი აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილამდე გაგრძელდება.

ასევე, 25 მარტიდან დაბნელების დერეფანს გავდივართ, რომელიც სწორედ 8 აპრილს, მზის სრული დაბნელებით სრულდება. ამრიგად, აპრილის პირველი კვირა ემოციურად განსაკუთრებით დატვირთულია და შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა უკვე არაერთი ცვლილება დაგეგმა.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, ითვლება, რომ 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე განსაკუთრებულია და აღნიშნული დღე ძლიერ ენერგიას ატარებს. ახალი მთვარე ვერძის ნიშანში იქნება და შესაძლოა, მრავალი პროექტისა და სასარგებლო იდეის საწყის წერტილად გადაიქცეს. ძლიერი ენერგია წარმატებას ხელს უწყობს, გაძლევთ მოტივაციასა და შთაგონებას, თუმცა მენტალურ ჯანმრთელობაზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. კერძოდ, შეგაწუხოთ მომატებულმა შფოთვამ და ემოციურმა არასტაბილურობამ.

რატომ არის 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე განსაკუთრებული?

პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე დაბნელების დერეფნის რთულ ეტაპს დაასრულებს. შესაძლოა, ტრანსფორმაცია მრავალი მიმართულებით იგრძნოთ. განსაკუთრებით კი საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ის თვისებები, რომლებიც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი მთვარე ვერძის ნიშანშია. ვერძს კი ლიდერისა და გამარჯვების ენერგია აქვს. ამიტომაც, ეს პერიოდი თქვენი გამარჯვებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდოდათ, მოიპოვოთ აღიარება, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი, ფინანსური კეთილდღეობა და რაც მთავარია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე, ნეგატიურ აზრებზე, მავნე ჩვევებზე - ყველაფერზე, რაც ბედნიერებაში ხელს გიშლით და გაბრკოლებთ.

ვერძის ნიშანში ახალი მთვარე თქვენს შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მეტიც, ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაფერი, რასაც აღნიშნულ დღეს გააკეთებთ, 2024 წლის 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, ამ წლის მეორე დაბნელების დერეფნის დროს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს და ეფექტიც გაგრძელდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 8 აპრილი გონივრულად დავგეგმოთ, დრო სასარგებლო საქმეებს დავუთმოთ, წინსვლისკენ ნაბიჯები გადავდგათ, რაიმეს შესწავლა დავიწყოთ, ვარჯიში გადავწყვიტოთ...

ვისზე მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას ეს დღე?

ყველაზე ძლიერად აღნიშნული დღის ენერგიას ვერძი, სასწორი, კირჩხიბი და თხის რქა იგრძნობს. შესაძლოა, ემოციურად რთული პერიოდი გქონდეთ, მომატებული შფოთვა იგრძნოთ და კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. ამიტომაც, შეეცადეთ, დაისვენოთ და დღე მშვიდად გაატაროთ.

ქალწულებსა და ტყუპებს ძველი ვალდებულებების შესრულება მოუწევთ და ვეღარ გადადებენ იმ საქმეებს, რომლებსაც აქამდე აჭიანურებდნენ. თუმცა, სამსახურში კარგი ამბები გელით. შესაძლოა, დაწინაურების, აღიარების, ხელფასის გაზრდის შესახებაც კი გაიგოთ ინფორმაცია.

მორიელები და ლომები თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობენ და ექნებათ შესაბამისი ენერგია, რომ მიზნები რეალობად აქციონ.

კუროსთვის, მერწყულისთვის, მშვილდოსნისა და თევზებისთვის ეს ასტროლოგიური მოვლენა ნამდვილად იღბლიანი და სასარგებლო აღმოჩნდება. გექნებათ განცდა, რომ შეგიძლიათ, მთები გადააადგილოთ. ეს ენერგია კი რეალური წარმატებისკენ გიბიძგებთ. არც კომუნიკაცია გაგიჭირდებათ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საქმეებზე კონცენტრირდეთ.

რა უნდა გავაკეთოთ 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარის დროს?

ახალი მთვარე გიბიძგებთ, უფრო მეტი დრო საკუთარ თავსა და სხეულს დაუთმოთ და სცადოთ ყველაფერი, რაც აქამდეც გინდოდათ, მაგრამ გამბედაობა, მოტივაცია და შემართება არ გყოფნიდათ.

შეწყვიტეთ ოცნება და გადადგით რეალური ნაბიჯები. კონკრეტული ქმედებები წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ.

დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს. გაიხსენეთ სასიამოვნო მოგონებები, მოაწყვეთ ოჯახური შეკრება, ან სადმე გაისეირნეთ. ამ დღეს მიღებული სითბო და სიყვარული კიდევ დიდხანს გაგყვებათ და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მოტივაციას მოგცემთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთავრის დროს?

ნუ იზარმაცებთ - ვერძის ნიშანში ახალი მთვარე წარმოუდგენელ ენერგიას მოგცემთ და ჯობს, სასარგებლო მიზნებისთვის გამოიყენოთ.

ნუ დაარღვევთ ძილის რეჟიმს - ძილის რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და აღნიშნულ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ენერგია მიიღოთ.

ნუ ჩაერთვებით უსარგებლო კამათსა და კონფლიქტებში. იყავით პოზიტიური და დადებითი განწყობა სხვებსაც გაუზიარეთ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა