„მიუსვით 9 წლით ლაზარეს გვერდით ის პოლიციელი, ვინც მაკო გომურს თვალი გამოთხარა და ხმას არ ამოვიღებ“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„არის თუ არა "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა დანაშაული?
რა თქმა უნდა არის (ოღონდ აქ არ უნდა დაგვავწყდეს, რომ ლაზარე არ აღიარებს დანაშსულს).
მაგრამ ადამიანისთვის თვალის ამოთხრა არაა დანაშაული? რატომ არ ზის ციხეში ის პოლიცოელი, ვინც მაკო გომურს თვალი გამოთხარა? ერთი მხრიდან კანონის დარღვევა ისჯება და მეორე მხრიდან არა? ღუ პოლიციის მანქნა უფრო ძვირად ფასობს სახელმწიფოსთვის, ვიდრე ადამინის თვალი?
ან 9 წელი რა ამბავია, როცა არვაინ დაშავებულა? 9 წელს ზოგჯერ მკვლელობაზე არ აძლევენ. რატომ ასე მკაცრი განაჩენი?
მე გეტყვით, რატომაც.
როგორ გგონიათ, შარშან მარტის აქციების დროს ხელისუფლებამ უკან რატომ დაიხია?
იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო?
ბევრი ხალხი ადრეც ყოფილა აქციაზე.
სინამდვილეში იმიტომ დაიხია, რომ სიტუაცია დაიძაბა და შეეშინდა კონტროლოდან არ გამოსულიყო. სიტუაცია კი პირველ რიგში აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილების" გამოჩენამ დაძაბა. სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდნენ და შეეშინდათ უფრო დიდი არეულობა არ მომხდარიყო.
ასე რომ კანდიდატის სტატუსი შეილძლება არც გვქონოდა, რომ არა ლაზარე, თუ მართლა მან მიიტანა იქ ისინი.
ამიტომაც სჯიან სმაგალითოდ. მიუსვით 9 წლით ლაზარეს გვერდით ის პოლიციელი, ვინც მაკო გომჯმურს თვალი გამოთხარა და ხმას არ ამოვიღებ.“