"მოლოდინის რეჟიმში ვართ" - ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო შესაძლოა დღეს დატოვოს
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე შესაძლოა დღეს დატოვოს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, უფლებადამცველები ათონელის რეზიდენციიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტის გადაგზავნას ელოდებიან. ამის შესახებ კი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
"პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალებას, თუ უკვე მოწერილი არ აქვს. მას შემდეგ შეწყალების აქტი იგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში და პენიტენციური დაუყოვნებლივ ათავისუფლებს მსჯავრდებულს...ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. რა დროსაც შეგვატყობინებენ, ჩვენ აუცილებლად დავიძვრებით გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებისკენ. დასვენების დღეები, როგორც წესი, ამ შემთხვევაზე არ მოქმედებს," - ამბობს ლაზარეს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.