თეგებით ძიება

ბერძენიშვილს კითხეთ, თმის ბეწვი ხომ არ ჩამოვარდნია გიგას რომ მიეპარა და თხლიშა - თამარ ჩერგოლეიშვილი

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით გამოეხმაურა:

„ვისაც მდინარაძისთვის ჩარტყმა

აღგაფრთოვანებთ, ელისაშვილს რატომ ელოდებოდით?“ - წერს ჩერგოლეიშვილი. 

მოგვიანებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატების ალეკო ელისაშვილთან ანგარიშსწორების კადრები გამოაქვეყნა და გაიხსენა, როგორ დაარტყა წლების წინ დავით ბერძენიშვილმა გოგა ბოკერიას ზურგში, რასაც პარამენტში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ეს საზიზღარი ჯოგი სხვას რას იზამდა. 😡

ბერძენიშვილს კითხეთ, თმის ბეწვი ხომ არ ჩამოვარდნია გიგას რომ მიეპარა და თხლიშა - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა