ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. შესაბამისად, კიდევ უცნობია, როდის დატოვებს ლაზარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, უკვე ერთი კვირაა, საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების ოქმის გამოსაცემად საჭირო დოკუმენტს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, არ აწვდიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.