"ზურას ერთი წელია არ ველაპარაკები, ყველაზე არასწორ დროს გამლანძღა და მაგინა“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე მამაზე (ვიდეო)
მსახიობი გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის“ ინტერვიუში, მამის, ზურა ყიფშიძის შესახებ საუბრობს.
როგორც გიორგი აღნიშნავს, მას მამასთან ურთიერთობა ერთი წელია აღარ აქვს.
"მე ზურას არ ველაპარაკები ერთი წელია უკვე, გამოვედი საავადმყოფოდან, ორი ბავშვი გვყავს, ცოლმა მიმატოვა გუშინწინ, ბავშვი ვერავის დავუტოვე, სპექტაკლი იწყებოდა და ამ მდგომარეობაში ხალხში მაგინა.
ყველაზე არასწორ დროს გამლანძღა და მაგინა... კიდევ რომ დავმეგობრდეთ, ვიცი 15 წუთში ისეთი კონფლიქტი მოხდება, 5 წლიან ჩხუბს გამოიწვევს.
კარგი კაცია, ბოროტი არ არის, უბრალოდ თვითონ უმამოდ გაზრდილია.
მეგობრობა არ გამოდის მამის შვილთან. მეგობრობა გადავიდა უზრდელობაში, პირველ რიგში, ჩემი მხრიდან“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.