„რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს‼️“ - ნიკა გვარამია
"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"გადაჭარბების გარეშე: სრული კატასტროფა - რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს‼️
პათეტიკის გარეშე: სამშობლო საფრთხეშია ‼️
მიკიბვ-მოკიბვის გარეშე: არა რუსულ მთავრობას ‼️"