30 აპრილს პარლამენტთან "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა.
აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.
"საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.