თეგებით ძიება

პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 11 დაშავებული გადაიყვანეს - ჯანდაცვის სამინისტრო

30 აპრილსა და 1-ელ მაისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 11 დაშავებული გადაიყვანეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულთა შორის სამართალდამცველებიც არიან. 

"11 დაშავებულია რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა