პოლიციამ პარლამენტის სამივე შესასვლელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა
პლენარული სხდომის დაწყებამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე პოლიციამ პარლამენტის სამივე შესასვლელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები და რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. მათ გადაადგილება ეკრძალებათ როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩების მხრიდანაც.
პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სხვა სპეციალური ტექნიკა. ადგილზეა სპეცრაზმიც.
დღეს, 14 მაისს, პარლამენტში რუსული კანონის საბოლოო განხილვაა დაგეგმილი. 12 საათზე იწყება პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტის მესამე მოსმენით უყრიან კენჭს