პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის კორდონში შეათრიეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოში კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.