სტუდენტებმა დღეს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დააანონსეს
“საქართველოს გზა ევროპაშია!” - სტუდენტებმა დღეს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დააანონსეს. როგორც მოძრაობა "დაფიონი" სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან.
"სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში.
საქართველოს გზა ევროპაშია!
P.S ხვალ ჩვენს მსვლელობას დააკვირდება საფრანგეთის უმსხვილესი მედია - "საფრანგეთი 24" და იტალიური მსხვილი მედია - "ელ პერიოდიკო". დასავლეთის ყურადღება და ამ საკითხში გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია. საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ!" - წერია ინფორმაციაში.
გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს, რამდენიმე მთავარი ქუჩა და გამზირი რამდენიმე საათით, ეტაპობრივად გადაკეტილი ჰქონდათ.