აშშ-ის მხრიდან სანქციების მუქარის შემდეგ საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი კატასტროფულად დაეცა
ექსპერტი გიორგი რუხაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ბანკის აქციების ვარდნას ეხმიანება. გუშინ აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან სანქციების მუქარის შემდეგ საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი დაეცა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე კატასტროფა ხდება. ჯერ არ გათენებულა და საქართველოს ბანკის აქციები უკვე 10 პროცენტით დაეცა. ბოლო 2 კვირაში ბანკის კაპიტალიზაციიდან მილიარდნახევარ ლარზე მეტი აორთქლდა. წარმოგიდგენიათ სანქციების დაწესდებისა და და ამერიკული და ევროპული დახმარების გაჩერების შემთხვევაში რა მოდება?
ჰოდა მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ და ხმა ამოიღეთ.