თეგებით ძიება

ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები სასამართლომ 5 000, 2 500 და 2 400 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხოტა ხნის წინ დასრულდა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი დუმბაძის პროცესი. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქტივისტს 24 აპრილს, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებიან.

"24-ში განვითარდა მოვლენები... პოლიციის მხრიდან არა თუ წინააღმდეგობა, პირიქით, გზა გაგვითავისუფლეს, რომ გადავსულიყავით გზის სავალ ნაწილზე, აღვნიშნეთ ყველაფერი, რომ იქ ორგანიზატორები არავინ ყოფილა, ხალხს მოწოდება არ დასჭირვებია იმისთვის, რომ გზის სავალ ნაწილზე გადავსულიყავით, რომ გზის სავალი ნაწილის დაკეტვა ჩვენთვის არ იყო პრიორიტეტი, ეს იყო უბრალოდ საშუალება იმისთვის, რომ მარშით წავსულიყავით", - ამბობს აქტივისტი "ფორმულასთან".

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლუკა ღვინიაშვილის, ფოტორეპორტიორის საქმის განხილვა, რომელიც 2 500 ლარით დააჯარიმეს, დიმიტრი იოსელიანსა და ნიკოლოზ ალხაზაშვილს კი 2 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში კიდევ 36 პირის საქმეზე შევიდა შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა