თეგებით ძიება

პროკურორად წოდებული ადამიანის გადაწყვეტილება სავარაუდო სანქციების შიშზე უნდა მიანიშნებდეს - ლევან ხაბეიშვილი

"პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე"- ამის  შესახებ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ შოთაძე ფარულად რუსულ საქმეს აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი, რადგან მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული". 

„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ფარულად ის ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, რომ მათ უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკურ-პარტიულ გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივონ ხელისუფლება.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. ირაკლი შოთაძემ ირწმუნება, რომ თანამდებიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა, თუმცა, წყარო სამთავრობო წრეებიდან "პირველებს" უყვაბა, რომ შოთაძე ერთ-ერთი იყო ვინც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავებას ეწინააღმდეგებოდა.  ირაკლი შოთაძე პროკურორის თანამდებობაზე ექვსი წლით იყო არჩეული და ვადის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა