გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს - პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის
ვერძი
დღე, შეიძლება, დაძაბული ნოტით დაიწყოს, თუმცა, ეცადეთ, არაფერი გააზვიადოთ, რადგან ამით პრობლემებს გაზრდით. დიდი ალბათობით, ბევრი ვერძი გადაჭარბებულად შეაფასებს საფრთხის დონეს. ყველაფერი მალე მოწესრიგდება, მთავარია, სწორად შეაფასოთ არსებული ვითარება.
კურო
დღეს, კურო არ დარჩება ნათელი შთაბეჭდილებების გარეშე. ბევრი კუროსთვის სასარგებლო იქნება, აქტიური რეჟიმით მოქმედება. გააფართოეთ კონტაქტები, ახლა ეს ძალიან სასარგებლოა თქვენთვის.
ტყუპები
ტყუპებს უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს მოსალოდნელია უსაფუძვლო ემოციები, უსაგნო ხარჯები და არასასიამოვნო თავგადასავლები. დღეს დადებულმა გარიგებებმა შეიძლება, ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ამიტომ, ერიდეთ ახალ პროექტებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას. ამასთან, ნუ მოიხიბლებით სარეკლამო წინადადებებით.
კირჩხიბი
კირჩხიბებს უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს მათი იმპულსურობა შესაძლოა, გასცდეს გონივრულს და მიიღონ არასასურველი შედეგი. დღეს, გაქვთ შანსი, ტრიუმფს მიაღწიოთ, ოღონდ, დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოთ. ეცადეთ, ძალიან არ გადაიღალოთ.
ლომი
დღეს ვარსკვლავები ლომებს ურჩევენ, თავი აარიდონ მნიშვნელოვან საქმეებს და ძირითადად დაკავდნენ პირადი ცხოვრებით. შესაფერისი დროა, უსაფრთხოების სისტემების შესამოწმებლად. ამ დღის სტრესული სიტუაციები პირდაპირ არ იმოქმედებს თქვენზე, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ახლობელ ადამიანებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სიფრთხილის ზომები დაიცავით და ერიდეთ ინტრიგებს.
ქალწული
დღეს, ქალწულებს შეუძლიათ, მოულოდნელი რისკები გასწიონ, რაც მიზანშეწონილი არაა. არ არის გამორიცხული, დაემორჩილოთ კოლექტიურ ემოციურ იმპულსს და არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდეთ. საბედნიეროდ, ამ დღეს თავგადასავლების დადებითი შედეგი მაინც უფრო სავარაუდოა, ვიდრე უარყოფითი.
სასწორი
დღეს, სასწორთა ნაწილისთვის, კონფლიქტების ალბათობა იზრდება. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც თანამდებობას იკავებს და ატარებს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ის სასწორები, ვინც შორსაა საზოგადოებრივი საქმიანობისგან, დღეს მშვიდად გაატარებენ.
მორიელი
დღეს, მორიელებს თავგადასავლები ელით, მაგრამ აქვთ ყველა შანსი, რომ უსაფრთხოდ და ბონუსებითაც კი გამოვიდნენ სიტუაციიდან. თუ რამე ისე არ აეწყო, როგორც გეგმავდით, არ იჩქაროთ, შორს არ არის ის დრო, როდესაც თქვენი სურვილების და ოცნებების ახდენა დაიწყება.
მშვილდოსანი
დღეს, დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ბიზნესსა თუ ოჯახში სიტუაციის დასალაგებლად. სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს მეტი გამბედაობა. მთავარია, ხელოვნურად არ შექმნათ პრობლემები.
თხის რქა
დღეს, თხის რქებს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის გაფუჭების რისკი ემუქრებათ. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, პარტნიორს მოუსმინოთ და ხელოვნურად არ დაძაბოთ ურთიერთობა. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - ახლა, თქვენ ვერ ხედავთ მთლიან სურათს და შეიძლება, დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.
მერწყული
დღეს, მერწყულებისთვის ადვილი არაფერი იქნება, ფრთხილად იყავით, სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც, შეიძლება, საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ამიტომ, დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით, ან გააკეთებთ.
თევზები
დღეს, თევზებმა არ უნდა მოინდომონ, საკუთარ თავს აჯობონ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ თქვენ ძალიან დიდ ენერგიას დახარჯავთ, რაც, ნამდვილად, არ ღირს.