თეგებით ძიება

მედიკამენტი, რომელიც კიბოს "ადნობს" - ახალი პრეპარატი, რომელმაც, მსოფლიო მედიცინაში შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს

ექი­მე­ბის თქმით, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნე­ებს "ად­ნობს", ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის შან­სებს მკვეთ­რად ზრდის და შე­საძ­ლოა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბაც კი აღარ გახ­დეს სა­ჭი­რო. Pembrolizumab-ი, რო­მე­ლიც კიტ­რუ­დას სა­ხე­ლი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი, სპე­ცი­ფი­კურ პრო­ტე­ინს იღებს მი­ზან­ში და იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ზე­და­პირ­ზე ბლო­კავს, შემ­დეგ ის კი­ბოს უჯრე­დებს ეძებს და ანად­გუ­რებს.

კლი­ნი­კურ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ნაც­ვლად ოპე­რა­ცი­ამ­დე ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბამ ბევრ პა­ცი­ენტს სა­ერ­თოდ გა­უქ­რო სიმ­სივ­ნე. შე­დე­გე­ბი კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ASCO) ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც კი­ბოს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი კონ­ფე­რენ­ცი­აა.

კვლე­ვას ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის სა­ა­ვად­მყო­ფო, მან­ჩეს­ტე­რის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, ლიდ­ზის წმინ­და ჯე­იმ­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფო და გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

"შე­საძ­ლოა, ოპე­რა­ცი­ამ­დე იმუ­ნო­თე­რა­პია კი­ბოს მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ სა­შუ­ა­ლე­ბად და­ი­ნერ­გოს",- აცხა­დებს ონ­კო­ლო­გი­ის კონ­სულ­ტან­ტი მარკ სონ­დერ­სი. "იმუ­ნო­თე­რა­პი­ას არა მხო­ლოდ უკე­თე­სი შე­დე­გი აქვს, არა­მედ პა­ცი­ენ­ტებს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­გან და მისი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის­გა­ნაც იცავს. შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბაც აღარ იყოს",- დას­ძი­ნა სონ­დერ­სმა.

ნაწ­ლა­ვის კიბო მსოფ­ლი­ო­ში სიმ­სივ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მე­ო­რე წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, წე­ლი­წად­ში ნაწ­ლა­ვის კი­ბოს 1.9 მი­ლი­ონ­ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა და 900 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

მკვლევ­რებ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის 5 სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ნაწ­ლა­ვის კი­ბოს მე­ო­რე და მე­სა­მე სტა­დი­ის მქო­ნე 32 პა­ცი­ენ­ტი შე­არ­ჩი­ეს. მათ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ნაც­ვლად, 9 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევ­დნენ კიტ­რუ­დას, შემ­დეგ კი მათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლებ­დნენ. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის 59%-ს მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ კი­ბოს ნიშ­ნე­ბი აღარ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, და­ნარ­ჩენ 41%-ს კი სიმ­სივ­ნე ოპე­რა­ცი­ის დროს ამო­უ­ღეს.

კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ იმუ­ნო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ კი­ბოს­გან ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. სხვა შე­დე­გე­ბია ხოლ­მე სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­თხვე­ვა­ში, როცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბის 5%-ზე ნაკ­ლებს აღარ უფიქ­სირ­დე­ბა კი­ბოს ნიშ­ნე­ბი.

ამ მიდ­გო­მას კი­დევ ის აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რომ პა­ცი­ენ­ტებს პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­აც არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ.

დოქ­ტო­რი მარ­ნიქს იან­სე­ნის თქმით, მა­ნამ, სა­ნამ მე­დი­კა­მენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბა­ში და­ი­ნერ­გე­ბა, მის შე­სა­ფა­სებ­ლად მეტი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო: "მაგ­რამ თუ ამ კვლე­ვის შე­დე­გებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, 1-2 წე­ლი­წად­ში ის კლი­ნი­კებ­შიც ვი­ხი­ლოთ. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მომ­დევ­ნო ცდე­ბიც ანა­ლო­გი­უ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა."- ამ­ბობს იან­სე­ნი.

წყა­რო: theguardian


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა