თეგებით ძიება

ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველებმა დიაბეტი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით განკურნეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Cell Discovery გამოქვეყნდა.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 59 წლის კაცზე, რომელსაც 25 წლის განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. დაავადების გამო მან პანკრეასის თითქმის ყველა უჯრედი დაკარგა, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამასთან, პაციენტს დღეში ინსულინის რამდენიმე ინიექცია ესაჭიროებოდა.

კაცის სამკურნალოდ მეცნიერება ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებიდან პანკრეასის უჯრედები გაზარდეს, შემდეგ კი ისინი პაციენტის სხეულში გადანერგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დროთა განმავლობაში პაციენტის ორგანიზმმა ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავება დაიწყო.

ტრანსპლანტაცია 2021 წელს ჩატარდა. პაციენტი ინსულინს გარედან აღარ იღებდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სრულად შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღებაც.

სპეციალისტების შეფასებით, ეს რეგენერაციულ მედიცინაში დიდი გარღვევაა, რადგან აქამდე დიაბეტისგან სრულად ვერცერთი ადამიანის განკურნვა ვერ მოხერხდა. შესაძლებელი იყო მხოლოდ სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლის შენარჩუნება მკაცრი დიეტისა და ვარჯიშის დახმარებით.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგის დასადასტურებლად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ისინი ასევე აზუსტებენ, რომ ეს მეთოდი სავარაუდოდ არ გამოდგება პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობისთვის პანკრეასზე დიდი დატვირთვის გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა