თეგებით ძიება

10-16 ივნისი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ამ კვირაში ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გაამახვილოთ. იყავით რეალისტი თქვენი ძლიერი მხარეების შეფასებისას და შეეცადეთ, მოაგვაროთ მხოლოდ ის პრობლემები სამსახურში, რომლებიც თქვენზეა დამოკიდებული. ამ პერიოდში სამოქმედო სტრატეგიის სწორი არჩევანი თქვენი შემოსავლის გაორმაგების გარანტიაა. მეწარმეებს შეუძლიათ ელოდონ ძველი კავშირების განახლებას, რაც მათ ბიზნესში საკუთარი ინტერესების დაცვაში დაეხმარება. პარასკევი შესანიშნავი დღეა თქვენი შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში ნებისმიერ საკითხს წარმატებით მოაგვარებთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

კურო

შესაძლოა, ამ კვირაში გარკვეული მიზნების მისაღწევად ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ენერგიისა და შრომის დახარჯვა მოგიწიოთ. სასურველია დააბალანსოთ თქვენი ძალები და არ გადაიტვირთოთ სამსახურში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას. ოთხშაბათს შეხვდებით დიდი ხნის უნახავ მეგობარს და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. პარასკევს ობიექტური სიძნელეების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ აქტუალური და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. როგორც დაქორწინებული, ისე მარტოხელა კუროების პირადი ცხოვრება ჰარმონიული და საინტერესო იქნება.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 12. 

ტყუპი

ამ კვირაში თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რათა გარშემო მყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ და სამსახურში ხელმძღვანელ პირებთან კარგი ურთიერთობა გააძლიეროთ. არასასურველი და უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, იყოთ თავშეკავებული და არ ჩაერთოთ არანაირ კამათში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიური დამოკიდებულება ნებისმიერი ფაქტისა თუ საკითხის მიმართ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები სამსახურში და პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 10, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

კირჩხიბი

შეეცადეთ, ზედმეტად არ იტრაბახოთ თქვენი შესაძლებლობებითა და დამსახურებებით, არის შემთხვევები, როცა მოკრძალებაც სამშვენისად იქცევა. ამ კვირაში რაც უფრო მეტ ალტრუიზმს და მხარდაჭერას გამოიჩენთ სხვების მიმართ, მით უფრო პოზიტიური იქნება ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში როგორც პროფესიული, ისე პირადი თვალსაზრისით. შეგიძლიათ ელოდოთ ახალ პროექტებს და წინადადებებს. ბიზნესმენებს შეუძლიათ კარგი შემოსავლისა და ფინანსურ სარგებლის იმედი ჰქონდეთ. თქვენი მთავარი ძალა თქვენს ორგანიზაციულ უნარებში იქნება.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

ლომი

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენის გამო, დიდი ალბათობით, გექნებათ რეალური შანსი გააუმჯობესოთ თქვენი პოზიცია პროფესიულ სფეროში. მთავარია ობიექტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და თუ ეცდებით, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს ყოველგვარი წარუმატებლობის გარეშე. კარგი პერიოდია მათთვის, ვინც ეძებს სამუშაოს და მათთვისაც, ვისაც სურს დაიწყოს ახალი ბიზნესი ან გახდეს ინვესტორი. კვირის მეორე ნახევარში სჯობს ემოციები შეიკავოთ ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. შაბათ-კვირას შესანიშნავ დროს გაატარებთ, თუ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდებით.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 15.

ქალწული

შესაძლოა, ამ კვირის მოვლენებმა ხელი შეუწყოს თქვენს პროფესიულ ზრდას. შეეცადეთ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ კრიტიკას, წარმატებული კარიერული წინსვლა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. თქვენ შეძლებთ ოსტატურად გადალახოთ ერთ-ერთი კოლეგის მიერ შექმნილი ინტრიგების ქსელები და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. მეწარმეებს დიდი შანსი აქვთ, მნიშვნელოვნად გაზარდონ შემოსავალი და გააძლიერონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. პირად ცხოვრებაში სიტუაცია ხელსაყრელი იქნება.

სასიკეთო დღეები: 10, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

სასწორი

ვარსკვლავების წყალობით, ამ კვირაში სასწორების უმეტესობა კმაყოფილი დარჩება პროფესიულ სფეროში მიმდინარე მოვლენებით. შემოსავალი შესაძლებელია ისეთი წყაროებიდან მიიღოთ, რომლებზეც ჯერ არც კი გიფიქრიათ. ბიზნესმენებს შეუძლიათ კარგ ანაზღაურებას ელოდონ დივიდენდების სახით წინა ინვესტიციებიდან. პირადი ცხოვრება სასიამოვნო მოვლენებით იქნება სავსე, თუმცა, ამავდროულად, ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა გამორიცხული არ არის, ამიტომ შეეცადეთ, არ გადაიტვირთოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

მორიელი

ამ კვირაში ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაში როგორც პოზიტიურ, ისე უარყოფით ასპექტებზე მიუთითებენ. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე სერიოზულ სირთულეებს არ მოელით, შეიძლება ემოციებმა შეგაწუხოთ და თქვენი თავშეუკავებლობით პრობლემები შეგექმნათ. როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში ნაკლოვანებებს ნუ ეძებთ და უფრო მარტივად შეხედეთ საქმეს. კომპრომისის მოძიებით, გააუმჯობესებთ ურთიერთობებს ბიზნესპარტნიორებთან. პირად ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო მომენტი და ვნებიანი პაემანი გელით.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 16.

მშვილდოსანი

ზოგადად, ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ კარგი კვირაა თქვენთვის, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაინც შესაძლებელია. კვირის დასაწყისში დაგეგმილი მოგზაურობა შეიძლება ჩაიშალოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, ამით ბევრს არაფერს დაკარგავთ. ოთხშაბათს სერიოზული საქმიანი შეხვედრა გელით, დიდი ალბათობით, უცხოეთში მცხოვრებ პიროვნებასთან. ამ კვირის განმავლობაში მოგიწევთ გაუმკლავდეთ ბევრ პრობლემას და იყოთ პროაქტიული პირადი საქმეების მოგვარებისას. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 15.

თხის რქა

შეეცადეთ, მთელი კვირის განმავლობაში აქტიური და თანმიმდევრული იყოთ. არასასურველია უაზრო დაპირებების მიცემა და ოქროს მთების დადგმა. საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ ოთხშაბათს – გაითვალისწინეთ! ფინანსურ სფეროს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გექნებათ, მისი დიდი ნაწილი შეიძლება დაკარგოთ გაუთვალისწინებელი ხარჯების ან ტაქტიკური შეცდომის გამო. იღბალი გაგიღიმებთ, თუ თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებთ. შაბათს შესაძლებელია ახლობლებისგან ფინანსური დახმარება მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 11. 16.

არასასიკეთო დღე: 14.

მერწყული

ამ კვირაში შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად წინდახედული, აკონტროლეთ საკუთარი თავი და შემდეგ აღარ მოგიწევთ თქვენი ქმედებების მონანიება. ნუ აჰყვებით ილუზიებს და უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ. წარმატებული საქმიანი შეხვედრები, სავარაუდოდ, ხუთშაბათს შედგება. პირად ცხოვრებაში, ტაქტისა და გაჭირვებულთა დახმარების სურვილის წყალობით, შეგიძლიათ ახალი მეგობრების შეძენა, რომლებთანაც საერთო ინტერესები გექნებათ. ეს თვითგანვითარების სტიმულს მოგცემთ და პროფესიულ სფეროში ახალი იდეების ძიებას გაააქტიურებთ. ფიქრებსა და გრძნობებში ჰარმონია დადებითად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

თევზები

ვარსკვლავების გავლენის გამო დიდი შანსია, რომ ამ კვირაში თქვენი ხარჯები გაიზარდოს, ეს არ არის თქვენთვის საუკეთესო პერიოდი ფინანსურ საკითხებში. სიტუაციის გასაუმჯობესებლად შესაძლოა, შემოსავლის სხვა წყაროების ძებნაც კი მოგიწიოთ. ყოველივე ამის საფუძველზე პირად ცხოვრებაში შესაძლებელია უთანხმოება და კონფლიქტიც კი საყვარელ ადამიანებთან. შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი და ყველაფერს წარმატებით მოაგვარებთ. შაბათ-კვირას ბავშვებს თქვენი ყურადღება და ზრუნვა დასჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 16.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა