შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა - ზუკა ბერძენიშვილი
ზუკა ბერძენიშვილს თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა:
"შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.
ვაი თქვენს პატრონს ბიჭებო
ყველა შენახული მყავხართ", - წერს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ. ბერძენიშვილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი.