თეგებით ძიება

როდესაც პრემიერი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზიანზე საუბრობს, მინდა ვკითხო - თქვენი მინისტრები: მარგველაშვილი და ჯეჯელავა ამ იდეოლოგიის მატარებლები არ იყვნენ? - მანანა ნიკოლაიშვილი

განათლების სისტემა დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა კანონპროექტი, რომელიც  სკოლის საბაზო საფეხურისთვის ერთი წლის დამატებას ითვალისწინებს. მისი მიღების შემთხვევაში სწავლა სავალდებულო 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასი გახდება. პროექტის ავტორი და ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. როგორც უწყება განმარტავს, საბაზო  საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ - განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. 

განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე და  მათ მოსალოდნელ შედეგებზე სასაუბროდ TIA.GE განათლების ექსპერტს, მანანა ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა:

- რა აზრი აქვს, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასი იქნება თუ 10 კლასი? სწავლა მაინც არ არის და სკოლა მაინც ვერ აძლევს ცოდნას. ამ ცვლილების ერთადერთი მიზანია, რომ ბავშვები მასობრივად პროფესიულ სასწავლებლებში გაუშვას. პირდაპირ ამბობენ - საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ, ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო „შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ეს ხალხი შრომით ბაზარზე რომ გავიდეს დასაქმების ასაკს ზრდიან. ესაა და ეს. 

- თუ ბავშვს სწავლა არ უნდა, პროფესიას რომ დაეუფლოს და იმუშაოს, ამაში ცუდს რას ხედავთ?

-  სწავლა არ უნდა, თუ ცოდნას არ აძლევ, ეს კიდევ საკითხავია, თანაც ევროპის თუ აზიის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში წარმოება არის, ფაბრიკა-ქარხნები მუშაობენ და ახალგაზრდებს დასაქმება შეუძლიათ, ჩვენთან სად უნდა წავიდნენ იმ პროფესიული სასწავლებლების დამთავრების შემდეგ? წარმოება არ გვაქვს, ეკონომიკა არ არის და რა პერსპექტივა აქვთ? ამიტომ ჯერ დიდი ფაბრიკა-ქარხნები უნდა გახსნან და მაღალი ტექნოლოგიების წარმოება დაიწყონ. ჯერ იმაზე ისაუბრონ, რომ განათლების სისტემის კრიზია და სტუდენტი იმის ნაცვლად, რომ აუდიტრიაში იჯდეს, საპროტესტო აქციებზე დგას, თუმცა მაინც კარგია, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, ამ პრემიერ მინისტრმა ის მაინც აღიარა, რომ განათლების სისტემას პრობლემები აქვს. 

- რომელ აღიარებას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ინტერვიუს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ირაკლი კობახიძემ ფსევდოლიბერალური განათლების არსზე და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზია, როცა ბავშვს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს. კი, მაგრამ ოცნების განათლების მინისტრებმა იგივე რეფორმები არ გაატარეს?ფსევდოლიბერალიზმის გატარების კუთხით „ქართული ოცნება“ თავის წინამორბედს თითქმის არაფერში ჩამორჩა. ქართული განათლების სისტემა წლების მანძილზე ევროკავშირის და ევროსაბჭოს დირექტივებით და კიდევ სხვა ხილული თუ არახილული ძალების მიერ იმართებოდა. თავის დროზე საკმაოდ მნიშვნელოვანმა და გავლენიანმა ადამიანმა მითხრა რომ კადრების შერჩევაში თავისუფლები არ არია, რომ განათლების მინისტრის კანდიდატურებს სხვები არჩევენ. კითხვა არ გაგჩენიათ, როგორ შეიძლება, რომ  არაპროფესიონალმა ასეთი ურთულესი სისტემა მართოს? იცით პროფესიონალი რატომ არ ჭირდებოდათ? იმიტომ, რომ ის  არაფერს მართავდა. მოდიოდა რეკომენდაცები ინგლისურ ენაზე, თარგმნიდნენ  და აკეთებდნენ იმას, რამაც ჩვენი განათების სისტემა მთლიანად დაანგრია. კობახიძის სიტყვებია: ეს ადამიანები შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას და ასახელებს გვარებს: თევზაძე, გვარამია შაშკინი და სხვები. კი, მაგრამ თქვენი განათლების მინისტრები: მარგველაშვიილი და ჯეჯელავა სხვა იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ? ან თქვენს მიერ დასახელებულ ჯგუფთან ახლოს მდგომები, მეგობრები და თანამოაზრეები არ არიან? ასე, რომ სიმართლე ბოლომდე უნდა ვთქვათ. დიახ, ფსევდოლიბრალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზია მოშალოს განათლების სისტემა, ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა განათლების სისტემის ხელში ჩასაგდებად. ქართული განათლების სისტემა ჩვენ უნდა ვმართოთ. მაგრამ მანამდე საკადრო პოლიტიკა უნდა გატარდეს. შაშინი, ლომაია, გვარამიას მიერ შერჩეული კადრები ამ რეფორმებს ვერ გაატარებენ. ეს კადრები ერთადერთი - პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული, ამიტომ საკადრო ცვლილებები სასწრაფოდ გასატარებელია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა