რომელი წამლები იწვევენ სმენის დაქვეითებას
დადასტურებული ტოქსიკური ეფექტების მქონე წამლები,
რომლებსაც აქვთ საზიანო გავლენა სმენაზე, მოიცავს:
ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებს (სტრეპტომიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, ამიკაცინი და ა.შ.),
ანტიმიკრობულ საშუალებებს (მეტრონიდაზოლი),
მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ქიმიოთერაპიაში და დაფუძნებულია პლატინის ნაერთებზე.
ყველა ამ წამალს აქვს ტოქსიკური მოქმედება შიდა ყურის სტრუქტურებზე და იწვევს უჯრედების განადგურებას (უწვრილესი ნერვული უჯრედები, რომლებიც განლაგებულია ლოკოკინაში და პასუხისმგებელია ხმის სიგნალების ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნაზე და აღქმაზე).
წყარო: მკურნალი