თეგებით ძიება

17 – 23 ივნისი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ეს კვირა ძალიან კარგად ჩაივლის, მხოლოდ იმ პირობით, რომ საიდუმლოდ შეინახავთ თქვენს პირად ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს. მოსალოდნელია იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. და ყველაფერს ბევრად უფრო ადვილად მოაგვარებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სამსახურში საკმაოდ მშვიდ გარემოში იმუშავებთ, შესაძლოა ახალი კონტაქტები და კარიერული წინსვლა. რეკომენდებულია ამ კვირაში მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას. შაბათ-კვირა, სავარაუდოდ, ხმაურიანი და მხიარული იქნება.

სასიკეთო დღეები: 29, 31

არასასიკეთო დღე: 28.

კურო

ამ კვირაში სამსახურში სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იქნება, არ არის გამორიცხული, მუშაობა სხვის მაგივრადაც მოგიწიოთ. პირადი პრობლემები უკანა რიგში გადავა, სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს კი კარგი პერსპექტივა ექნება. პარასკევს შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. მიუხედავად მღელვარე კვირისა, საკმარისი დრო გექნებათ მეგობრებთან სასიამოვნო კომუნიკაციისთვის, მხიარული თავგადასავლებისთვის, რაც სტრესისგან გათავისუფლების საშუალებას მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

ტყუპი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. დიდი ალბათობით, არაფერი შეგიშლით ხელს, იგრძნოთ ცხოვრების სიხარული და იყოთ ბედნიერი. თითქმის ყველა საკითხში წინსვლისა და ოცნებების რეალიზების შანსი გექნებათ. თქვენი დადებითი აღქმა იმის შესახებ, რაც ხდება, თქვენს საქმიანობაზე აისახება. გაგიჩნდებათ ინოვაციური იდეები და შეძლებთ მენეჯმენტზე შთაბეჭდილების მოხდენას. აქ მთავარია არ დაიზაროთ და იღბალი ხელიდან არ გაუშვათ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

კირჩხიბი

ეს კვირა სავსე იქნება მრავალფეროვანი ღონისძიებებით და პოზიტიური ცვლილებებით. შესანიშნავი პერიოდია პროფესიულ სფეროში დიდი ხნის წინათ დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. შეიძლება გქონდეთ მომგებიანი ბიზნესშემოთავაზება. საუკეთესო დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე, სხვადასხვა სურვილის ასრულებისთვის, მთავარია იაქტიუროთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, შეეცადეთ, უფრო ყურადღებიანი იყოთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ნაკლები კრიტიკა, მეტი რომანტიკა… მოიპოვეთ ახალი ნაცნობის ნდობა და ის თავის საიმედოობას დაგიმტკიცებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

ლომი

სამსახურში დამატებითმა პასუხისმგებლობამ შეიძლება ცხოვრება გაგირთულოთ და ხელი შეგიშალოთ იმაში, რომ საკმარისი დრო დაუთმოთ ოჯახს და მეგობრებს. შესაძლოა, ასევე, მოგიწიოთ თქვენთვის დიდი ხნის ნანატრი და მნიშვნელოვანი მოგზაურობის გადადება, რომელიც სარგებელს გპირდებოდათ. თუმცა თუ მშვიდი და მიზანდასახული იქნებით, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას, რადგან ამ კვირაში ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. ხუთშაბათს ღირს საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა, კონტრაქტების დადება და ტრანზაქციების შესრულება. კვირის ბოლოს არ დაივიწყოთ დაგროვილი საოჯახო საქმეები და შეეცადეთ, სასურველ გარემოში დასვენებაც მოახერხოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

ქალწული

ამ კვირაში შესაძლებლობა მოგეცემათ, წარსულის ზოგიერთი შეცდომა გამოასწოროთ, შეეცადეთ, ეს პერიოდი გონივრულად გამოიყენოთ. თქვენი წარმატება სამსახურში დიდწილად თქვენს ძალისხმევასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ახლა მნიშვნელოვანია წონასწორობის შენარჩუნება და ემოციების კონტროლი. ხუთშაბათს თავი შეიკავეთ ხმამაღალი განცხადებებისგან, თქვენი იდეები და გეგმები სამომავლოდ შეინახეთ. მეტი სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან დაკავშირებით, არ გარისკოთ და არ განახორციელოთ საეჭვო გარიგებები. პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდეა.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

სასწორი

ამ კვირაში თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი მშვიდი და გაწონასწორებული იქნება, საქმიანი ურთიერთობები კი – სტაბილური. მთავარია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. მხარდაჭერა გექნებათ როგორც კოლეგებისგან, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან. შეგიძლიათ საგრძნობლად შეავსოთ თქვენი ბიუჯეტი. პირად ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია კეთილგანწყობა და ურთიერთგაგება. გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ბოლო დროს გქონდათ, საბოლოოდ გაქრება და უფრო თავისუფლად შეძლებთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. შაბათ-კვირას ხელსაყრელია მცირეხნიანი მოგზაურობა, გართობა ახლობლებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 31.

მორიელი

ამ კვირაში სავარაუდოა წარმატებები როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, მაგრამ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, დაელოდეთ სიახლეებს, ისინი გარკვეულ კორექტირებას შეიტანენ თქვენს განზრახვასა და სურვილებში. თუ რაიმე დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით სანდო პროფესიონალებს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. დააკვირდით თქვენ ირგვლივ მყოფებს, შესაძლოა მათში ვინმე ზედმეტი აღმოჩნდეს. შაბათ-კვირას სასურველია ქალაქგარეთ დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ მოსალოდნელია ამ კვირაში ცოტა იმედგაცრუებული დარჩეთ თქვენი პარტნიორების ქმედებებით, რადგან თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულონ. არ ინერვიულოთ, მალე სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და საქმეები თქვენთვის მისაღები და მომგებიანი მიმართულებით წავა. სამშაბათს შეეცადეთ, პასუხისმგებლობა არაფერზე აიღოთ, პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია თავი დაიცვათ ზედმეტი შეხვედრებისგან. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად დროს საინტერესოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

თხის რქა

ამ კვირაში ფანატიზმი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, უბრალოდ, კატეგორიულად დაუშვებელი იქნება თქვენთვის. ზღვარს ნუ გადახვალთ, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, – მოთმინება და შრომა წარმატებისკენ მიმავალი გზაა. ამ დღეებში ზედმეტი არ იქნება თქვენთვის საინტერესო და სამახსოვრო ადგილების მონახულება, საქველმოქმედო შემოწირულებების გაღება. კვირის მეორე ნახევარში გადაუდებელი საქმეების გარდა სხვა საქმეებით არ უნდა დაიტვირთოთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და ახალი მიზნები დაისახოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

მერწყული

არ არის გამორიცხული, რომ ამ კვირაში გაგიჭირდეთ, თავიდან აიცილოთ გარკვეული გაუგებრობები, განსაკუთრებით ის, რაც თქვენს ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ყველაფერი კარგად გააანალიზეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. შეეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და მეტი მოუსმინოთ. ამ კვირაში არაერთი საინტერესო ნაცნობობაც გელით. სავარაუდოა, რომ ახალმა ნაცნობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენი კარიერის ან პირადი ცხოვრების მოწყობაში. კვირის ბოლოს შეეცადეთ, უარი თქვათ საქმიან დატვირთვაზე და დრო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თევზები

ამ კვირაში ახალ მეგობრებს შეიძენთ, თქვენი სამუშაო უფრო საინტერესო და მომგებიანი გახდება, მაგრამ შესაძლოა რთული დავალება გქონდეთ, მის უნაკლოდ შესრულებას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება. სამაგიეროდ სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ, თქვენი მოქმედებებისადმი ნდობა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი კარიერული ზრდის გარანტია იქნება. შაბათს ან კვირას შესაძლოა რაიმე ღონისძიებაზე მიგიწვიონ. უარს ნუ იტყვით, საინტერესო გარემოში მოხვდებით და დროს მხიარულად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 31.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა