თეგებით ძიება

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა – რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ

21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ასტროლოგები ამ დღეს წლის ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ თარიღს უწოდებენ. აღნიშნულ დღეს ბუნება ძალიან დიდ ენერგიას გვაძლევს და შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობთ, მაგრამ მოტივაცია და შემართება არ გვყოფნის. არსებობს სხვადასხვა რიტუალი, რომლებსაც ადამიანები უძველესი დროიდან ასრულებდნენ, რომ ფინანსური კეთილდღეობა და წარმატება მოეზიდათ და ყოველდღიურობა ბევრად უკეთესი გაეხადათ. გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც წარმატების მოზიდვასა და პოზიტიურად აზროვნებაში დაგეხმარებათ:

მედიტაცია მზის ამოსვლისას

იპოვეთ ბუნებაში მშვიდი ადგილი, სადაც მზის ამოსვლას შეეგებებით. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ მზის ენერგია თქვენს სხეულსა და სულს ავსებს. ასევე, წარმოიდგინეთ ყველა ის ოცნება და მიზანი, რაც გაქვთ. ეს მედიტაცია დაგეხმარებათ, პოზიტიური განწყობა შეიქმნათ, აივსოთ ენერგიით, იპოვოთ მოტივაცია და თქვენს ცხოვრებაში წარმატება და იღბალი მოიზიდოთ.

იღბლიანი ამულეტის დამზადება

დაგჭირდებათ პატარა ქვები, რომლებსაც ბუნებაში ნახავთ. აირჩიეთ ის ქვები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ. საღამოს, როცა მზე ჩასვლას დაიწყებს, აიღეთ ქვები ხელში და თქვით შემდეგი სიტყვები: “მზის ძალავ, შეავსე ეს ქვები შენი ენერგიით, რომ წარმატება და კეთილდღეობა მომიტანოს.” შემდეგ ქვები ჩადეთ ჩანთაში და თან წაიღეთ ხოლმე.

რიტუალი მონეტებით

ამ რიტუალისთვის დაგჭირდებათ სხვადასხვა მონეტა. შუადღისას, როცა მზე ზენიტშია, გადით გარეთ და მოათავსეთ მონეტები მიწაზე, წრის სახით. დადექით წრის ცენტრში და თქვით: “მზის ძალავ, შეავსე ეს მონეტები შენი ენერგიით. დაე, მომიტანონ ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა.” დატოვეთ მონეტები რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ შეაგროვეთ და ჩადეთ საფულეში.

რიტუალი მცენარეებით

ამ დღეს მცენარის დარგვა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგანაც ითვლება, რომ მას თქვენს ცხოვრებაში განახლებული ენერგია, სიმწვანე, სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს. თუ ბაღი გაქვთ, იქ დარგეთ, ან ქოთანი შეიძინეთ. ყოველდღე წყალი მზეზე რამდენიმე საათით დადგით და მცენარე მორწყეთ. შეგიძლიათ თქვათ: ,,მზის ძალავ, დაეხმარე ჩემს მცენარეს ზრდაში და მომიტანე ფინანსურის წარმატება.

ზაფხულის მზებუდობა უნიკალური შესაძლებლობაა, გამოიყენოთ ბუნების ენერგია იღბლის, სიყვარულისა და ფინანსური წარმატების მოსაზიდად. გაატარეთ ეს დღე მშვიდად, საფუძვლიანად დაასუფთავეთ გარემო, გადაყარეთ მოძველებული, არასაჭირო ნივთები, სახლში ახალი ხილი და ბოსტნეული შეიტანეთ და შეასრულეთ სხვადასხვა რიტუალია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დაგეხმარებათ, რომ მზებუდობის ძალა სრულად გამოიყენოთ და თქვენს ცხოვრებაში განახლებული ენერგია შეიტანოთ.

წყარო: “ბომონდი”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა