18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელ დროა ახალი საქმის დაწყებისთვის. დროა, აისრულოთ ყველაფერი, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. დაიწყეთ ახალი საქმე და შეცვალეთ ჩვეული გარემო - ამ დღეს ცვლილებები ძალიან მარტივი იქნება. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ - გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ოჯახში დაბნეულობას და უთანხმოებას შემოიტანს. ნუ გაუმხელთ საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ.
კურო
კუროსთვის ეს დღე ღირებულებების გადაფასებასთან, შეხედულებებისა და ინტერესების შეცვლასთან ასოცირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, იფიქროთ იმაზე, რის გამოც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ბევრ კუროს მოუწევს დაასრულოს ურთიერთობა, რომელმაც თავი ამოწურა. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარი აზრებისა და გრძნობების მოწესრიგებისთვის. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ.
ტყუპები
ფრთხილად იყავით საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მანქანის მართვის დროს. თუ შესაძლებელია მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა ერთი დღით გადადეთ. ეცადეთ კოლეგის მტრული განწყობა იუმორით მოიგერიოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.
კირჩხიბი
ეს დღე განათლებასა და თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. გონებრივი აქტივობის ზრდა რთული ამოცანის ამოხსნაში ან გამოცდების ჩაბარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დარეგისტრირდეთ კურსებზე და კვალიფიკაციის ამაღლება ან უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ. ამ დღეს რისკისა და თავგადასავლების მოყვარულებს ბედი გაუღიმებს. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ.
ლომი
ემოციებით სავსე ხართ და საკუთარი მოქმედების კონტროლი გიჭირთ. თქვენი შიში უსაფუძვლოა, ამიტომ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ადამიანების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებსაც - დროა, ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა მოაგვაროთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ.
ქალწული
ყურადღება გადაიტანეთ ისეთი საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გეჩვენებათ. გახსოვდეთ, რომ „ეშმაკი დეტალებში იმალება“, ამიტომ შესაძლოა, სწორედ ამ საქმეებში იჩინოს თავი იმან, რაც უახლოეს დღეებში უამრავ პრობლემას მოგიტანთ. ეცადეთ, დაწყებული საქმე ხვალისთვის არ გადადოთ. საღამოს ნათესავი ან მეგობარი სტუმრად დაგპატიჟებთ.
სასწორი
ამ დღეს ბევრი რამ თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. საოჯახო საქმეები გაცილებით მარტივად მოგვარდება, თუ საყვარელი ადამიანის ან გამოცდილი კოლეგის რჩევას მოუსმენთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს.
მორიელი
მეგობრის რჩევა რთული არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. გირჩევთ, დღის ამ მონაკვეთში დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით თუ ისინი სამთავრობო უწყებებში ვიზიტებს ეხება. სასურველია საღამო სახლში გაატაროთ. დროა უსარგებლო ნივთების და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ და სიახლეებს ადგილი დაუთმოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს საოჯახო საქმეებს, ჯანმრთელობისა თუ მემკვიდრეობითი პრობლემების მოგვარებას დიდ დროს დაუთმობთ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებში მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებს დაეყრდნოთ და სესხის აღებისგან თავი შეიკავოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. გირჩევთ, სამსახურთან დაკავშირებული საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, თორემ შემდეგ გაჭიანურდება და სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.
თხის რქა
ნებისმიერ კითხვაზე პასუხებს საკუთარ თავში იპოვით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღ აზრს და საკუთარ ინტუიციას უსმინოთ და სხვა ადამიანების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. იპოვეთ შესაძლებლობა, რომ დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. შორიდან მიღებული სიახლე ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ამ დღეს ფინანსურ შემოსავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახლო მეგობარი მოახდენს. თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის გამოცდილ ადამიანს უნდა მიმართოთ. საღამოს მოვლენათა განვითარება დაჩქარდება, მაგრამ ეს იმაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ფიქრობთ.
თევზები
ბევრ თევზს გაუჩნდება შანსი, რომ გაჭიანურებული საკითხი გადაწყვიტოს. გირჩევთ, გამბედაობა გამოიჩინოთ და გაარკვიოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც სიმშვიდეს გირღვევთ. სავარაუდოდ, სამსახურში საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწევთ, მაგრამ პიროვნული შეურაცხყოფისგან თავი უნდა შეიკავოთ.
წყარო: ფანთაიმი