თეგებით ძიება

„თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის მერვე დღეა დღეს. არ გვაქვს არც კამერის ჩანაწერი, არცა მანქანის მფლობელი“ - სალომე ბარკერი

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი გასულ კვირას, ასევე, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმასა და ამ ფაქტის გამოძიების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„აი, დავუშვათ და მე და ჩემი ორი დაქალი ჩავუსაფრდით სახლთან შალვა პაპუაშვილს და წიხლებით გავუხიეთ ის ტლუ სახე. რამდენ ხანში ამომიცნობენ/დამაკავებენ და რატომ 10 წუთში?

მაგაშია საქმე. თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის მერვე დღეა დღეს. არ გვაქვს არც კამერის ჩანაწერი, არცა მანქანის მფლობელი.

მაგრამ ნუ, მთავარია, რომ ზუკას სკუტერი წაიყვანეს და მისივე სისხლები აფხიკეს ასფალტიდან. საგამოძიებო მოქმედებებიიიი, უუუ“. – წერს სალომე ბარკერი.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, თბილისში, სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა