თეგებით ძიება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი სამი კანდიდატი. გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი საკუთარ თავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან წარადგენენ, რის შემდეგაც კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა