თეგებით ძიება

„SOS!!!! არ მჯერა, რომ ამას ვწერ“ - თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ

მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. როგორ ქალი წერს, დაიკარგა მისი მეუღლე, პროფესორი გიორგი გახელაძე.

მისივე ინფორმაციით სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია.

„ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 599311090 „SOS!!!! არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.

გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ. უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090“,- წერს მეუღლე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა