20 ივნისი მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ
„დღევანდელი დღის მფარველი პლანეტა იუპიტერია. ეს დღე განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან მზებუდობაა. ყველაზე დიდი დღე და ყველაზე პატარა ღამე. ამ დღის გამოყენება შეგვიძლია სურვილების ასასრულებლად.
ჩავიფიქრებთ სურვილს, დავწერთ ფურცელზე - მე მზად ვარ, ან სიამოვნებით ვეგებები და შემდგომ იმას, რაც გვინდა რომ ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს.
სურვილის დაწერის დროს, სასურველია ავანთოთ სანთელი, წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. გარდა ამისა, სასურველია, რომ ამ დღეს გამოვიყენოთ ტანის სამოსშიც ეს ფერები“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოს ნინა სუსლოვამ განაცხადა.