თეგებით ძიება

„გავრილოვის ღამედ“ წოდებული 2019 წლის 20 ივნისი „ქართული ოცნების“ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია - ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამე „ქართული ოცნების“ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია.

„გავრილოვის ღამედ" წოდებული 2019 წლის 20 ივნისი “ქართული ოცნების “ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია, ის ეფუძნება ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ მაამებლობას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ძალადობას!“ - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა