თეგებით ძიება

„გადაიჩხრიკა და შემოწმდა ყველა ბილიკი, ბუჩქი, ფლატე და მოფარებული ადგილი. ამ ეტაპზე დარჩა ერთი გზა“ - რა ინფორმაცია ვრცელდება დაკარგულ პროფესორზე?

მეგობრებო,  დაახლოებით 1 საათია, შევწყვიტეთ გიორგის ძებნა ვაკის პარკის, კუს ტბის და ეთნოგრაფიულის ტერიტორიაზე.  შედეგი ნულოვანია. - ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის ოჯახის მეგობარი, მარი შათირიშვილი წერს.

„მეგობრებო,  დაახლოებით 1 საათია, შევწყვიტეთ გიორგის ძებნა ვაკის პარკის, კუს ტბის და ეთნოგრაფიულის ტერიტორიაზე.  შედეგი ნულოვანია. გადაიჩხრიკა და შემოწმდა ყველა ბილიკი, ბუჩქი, ფლატე და მოფარებული ადგილი. ამ ეტაპზე დარჩა ერთი გზა- მაქსიმალურად გააზიარეთ ფოტოები,  ეგება ვინმეს სადმე შეგხვდეთ! გამოელაპარაკეთ, დარეკეთ 112-ში!! ველოდებით 100-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გაშიფვრას პოლიციის მიერ,  ეგება სადმე ამოვარდეს!!!“ - წერს შათირიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა