თეგებით ძიება

„ეს არის ფოტო, რომელიც ვაკის პარკის კამერამ დააფიქსირა... გთხოვთ!...“ - გაუჩინარებული გიორგი გახელაძის ფოტო ვრცელდება

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, პროფესორის, გიორგი გახელაძის ოჯახის მეგობარი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვაკის პარკის კამერებიდან ამოღებულ ფოტოს და წერს:

„ყურადღება! 

ამჯერად ვტვირთავ ფოტოს და ინფორმაციას!

მეგობრებო,  ეს არის გიორგი გახელაძის, ჩვენი ირმა მალაციძის Irma Malatsidze მეუღლის ფოტო,  რომელსაც ოჯახი ეძებს. 

ფოტო დააფიქსირა ვაკის პარკის კამერამ (შესვლის დრო: 19 ივნისი, დღის პირველი ნახევარი). და რომლის შემდეგაც გიორგის კვალი იკარგება.

ლეპტოპი თან არ აქვს (სახლში იპოვეს). ვაკის პარკის ტერიტორიაზევე წყდება მობილურის სიგნალიც. 

გთხოვთ,  ამ ჩაცმულობით, სავარაუდოდ უკვე წვერმოშვებულიც, თუ დააფიქსირეთ ვინმემ, გადაუღეთ ფოტო, ან გააჩერეთ, გამოელაპარაკეთ, აცნობეთ ოჯახს ან პოლიციას დროულად. ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ქალაქშიც, გარეუბნებშიც და ქალაქგარეთაც. 

 გთხოვთ ასევე, გადააზიარეთ, რომ

ბევრმა ნახოს.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა