„ფეხით მოსიარულეებს ვათვალიერებინებ ფოტოებს, 5-ს ჰქონდა ინფორმაცია. ძებნის ეს გზა ძალიან ეფექტურია“ - გიორგი გახელაძის ოჯახის ახლობელი
გიორგი გახელაძესთან დაკავშირებით, ახლობელი სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დიდ დიღომში კერძო დასახლებაში ფეხით მოსიარულეებს დაკარგულის ფოტოებს აჩვენებს. მისივე ცნობით, ეს მეთოდი ეფექტურია:
„1 საათია, დიდ დიღომში კერძო დასახლებაში ფეხით მოსიარულეებს ვათვალიერებინებ ფოტოებს და ვთხოვ 112-ში დარეკონ, თუ სადმე შეამჩნევენ. 25-მდე პიროვნებიდან 5-ს ქონდა ინფორმაცია, რაც ჩემთვის დამაიმედებელი შედეგია!
ვფიქრობ, ძებნის ეს გზა ძალიან ეფექტურია და მოგიწოდებთ ანალოგიურად მოიქცეთ - აჩვენეთ ფოტოები უცნობ ადამიანებს ყველგან: ტრანსპორტში, გაჩერებებზე, პარკებში, ...
სხვა ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ მონიშნულ პროფილებზე.
P.S. ქუდი რომ ახურავს ფოტოზე, ამ ტანსაცმლით უნდა იყოს, სავარაუდოდ." - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად დღეს თბილისის ყველა უბანში მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბა. ძებნის ოპერაციაში ჩაერთნენ მოლაშქრეებიც.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახელაძეს უკვე მეოთხე დღეა, ეძებენ.