პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.
დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ასევე, 2023 წლის აქციებზე და აღნიშნულია, რომ „გასულ წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული“.
ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა.