თეგებით ძიება

მიხეილ ცაგარელის 27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - დღის ჰოროსკოპი

კარგი დღეა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, თუმცა უნდა შეზღუდოთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს და შეიცვალეთ გარეგნული იმიჯი. მიიღეთ კალციუმის შემცველი პროდუქტები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია შემოქმედებითი მუშაობისთვის, არომათერაპიისთვის, დღე სასიკეთოა ფოტოგრაფიისთვის, დღეს კარგია წიგნის წასაკითხად, ბაღში სამუშაოდ, სან-ტექნიკის შესაძენად ან შესაცვლელად.

დღე ნეგატიურია პედიკიურისთვის, ტერფების მასაჟისთვის, ექოსკოპიისთვის, ახალი ფეხსაცმლის შესაძენად, ამოიღეთ რაციონიდან ხორცეული და ალკოჰოლური სასმელი. საიდუმლო დღეს მარტივად გაითქმება, არ ვარგა დღეს სესხის გაცემა.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული, ლიმფური სისტემა და მხედველობის ზონა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, მარჯანი და ალექსანდრიტი. ფერებიდან კი იისფერი, ვერცხლისფერი მწვანე, ზღვისფერი და ფირუზისფერი – ეს მინერალები და ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას, შარმსა და წარმატების ხარისხს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია კუროს და კირჩხიბისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ ლომებს, სასწორებს, მშვილდოსნებს და მერწყულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა