თეგებით ძიება

მკვლელობა დუშეთის ბაზარში - ბრალდებული დუმს, სახლიდან გაიქცა ბაბუა

დუშეთის ბაზარში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება -  ავთუკა უნდილაშვილი ჯერ-ჯერობით დუმს. ცნობილი ხდება, რომ სახლიდან არის გაქცეული დაკავებული მამაკაცის ბაბუა - ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ სწორედ პენსიონერ კაცს ჰქონდა დაპირისპირება ბაზარში დასაქმებულ ერთ-ერთ მუშასთან და სწორედ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო დაკავებულიც, რაც საბოლოოდ სისხლიანი ანგარიშსწორებით და უდანაშაულო გამშველებლის მკვლელობით დასრულდა.

24 წლის კაცმა 51 წლის კაცი დანით მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ დაპირისპირება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავთუკა უნდილაშვილი, რომელიც თავის მხრივ ბაზარში მას შემდეგ მივიდა, რაც ბაბუას, ვოვა ზარაპოვს ერთ-ერთ დაქირავებულ ხელოსანთან კონფლიქტი მოუვიდა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულმა ავთუკა უნდილაშვილმა ხელოსანი სცემა, მოკლული, ბესო სინჯარაძე კი იმ დროს დაიჭრა, როცა დაპირისპირებულ კაცებს, ერთმანეთისგან აშველებდა. მას ორი ჭრილობა მუცლისა და გულის არეში აქვს მიყენებული. 

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა