გერმანიისკენ ბოლო ჩარტერული რეისი გაფრინდა - ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად 10 000 ქომაგი ისევ შეიკრიბება
გულშემატკივრების მორიგი ნაკადი საქართველოდან გერმანიის მიმართულებით უკვე დაიძრა. კიდევ ერთი ჩარტერული რეისი, ამჯერად კელნის მიმართულებით დაინიშნა.
მთავრობის სუბსიდირებით მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრის საგულშემატკივროდ საერთო ჯამში, 4 ჩარტერი შესრულდა.
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.