თეგებით ძიება
30. 06. 2024 მსოფლიო

რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის მუქარას ეხმაურება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის მუქარას ეხმაურება.

როგორც ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს, ირანის მუქარის მიუხედავად, ისრაელი მზადაა, გამოიყენოს სამხედრო ძალა ლიბანის წინააღმდეგ, თუ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელის ტერიტორიების დაბომბვას.

„ირანი ემუქრება ისრაელს განადგურებით, თუ ისრაელი უპასუხებს „ჰეზბოლას“ თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია – თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვიმოქმედებთ, ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება აღდგენილი და მცხოვრებლები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს“, – წერს კაცი.

ამასთან, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, იმსახურებს, თავად განადგურდეს.

შეგახსენებთ, ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელი ომი მოჰყვება. ამის შესახებ გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანი სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გამანადგურებელი ომი დაიწყება“, -წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა