თეგებით ძიება

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - სანიოლს ვეთანხმები, ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ - დიმიტრი ობოლაძე

ჩვენ უკვე ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი წარმატებას მივაღწიეთ, - ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ობოლაძე არ გამორიცხავს, რომ ესპანეთის ნაკრებს ჩვენმა გუნდმა „პრობლემები შეუქმნას“, იმ შემთხვევაში თუ ნაკრები ისევ დისციპლინირებულად ითამაშებს.

„სანიოლს ვეთანხმები, რომ თქვა ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართო. დღეს დასაკარგი არაფერია. ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ტურნირის დაწყების წინ არ მიიჩნევდნენ განსაკუთრებულ ფავორიტად პირველივე ტურის მერე ყველას დაანახა, რომ ეს ასე არაა. ახალგაზრდული გუნდია, არაა გამორიცხული, რომ რაღაც პრობლემები შევუქმნათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისევ დისციპლინირებულად ვითამაშებთ. რაც შეეხება ჩვენს შეტევას და ა.შ. ვთვლი, რომ ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ევროპის ჩემპიონატზე“, - აცხადებს ობოლაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა