ხვალ, 21:30 საათზე ეროვნული ნაკრები, მესხის სტადიონიდან ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს
ხვალ, 2 ივლისს, 21:30 საათზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. ინფორმაციას ნაკრები ავრცელებს.
ნაკრების ცნობით, ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.
ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
***
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოში ხვალ, 07:30 საათზე დაბრუნდება.