თეგებით ძიება

მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი ღირსების ორდენით დაჯილდოვდება - ბუდუ ზივზივაძე

იამაყონ ამ ნაკრებით! მართლაც საამაყო ნაკრებია და ჰქონდეთ ჩვენი იმედი, კიდევ ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვიცოდით, გამოაცხადა მთავრობამ, რომ დავჯილდოვდებით ღირსების ორდენით ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პრიზები თითოეული ქართველისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ ეს დღეს მოხდება, როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ. 

მადლობა გულშემატკივრებს, დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოდან. იამაყონ ამ ნაკრებით! მართლაც საამაყო ნაკრებია და ჰქონდეთ ჩვენი იმედი, კიდევ ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად“, - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა